IO214-O / IO214-O-IS - სამისამართო მოდული კონვენციური სიგნალიზაციის მოწყობილობების დასაკავშირებლად და სამართავად

IO214-O / IO214-O-IS არის მისამართიანი მოდული, რომელიც განკუთვნილია ტრადიციული ტიპის სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობილობების მისამართიან სისტემასთან დასაკავშირებლად და განგაშის დროს სირენებისა და სხვა მოწყობილობების გასააქტიურებლად.
მოდულები სერტიფიცირებულია ევროპული EN54 სტანდარტის შესაბამისად:
- EN54-18 – გამომავალი მოდულებისთვის;
- EN54-17 – მოკლე ჩართვის იზოლატორისთვის.
მოდულის საშუალებით შესაძლებელია 32-მდე ტრადიციული ტიპის მოწყობილობის დაკავშირება და მართვა ერთი მისამართის გამოყენებით, რაც სისტემაში დამატებითი მოწყობილობების ინტეგრირებას ამარტივებს.
IO214-O / IO214-O-IS შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ტრადიციული ტიპის შემავალი მოდული, ასევე კონტროლირებადი სირენის გამომავალი მოდული. RB1201 მისამართების პროგრამატორის საშუალებით შესაძლებელია მისი დაპროგრამება სამ რეჟიმში:
- მხოლოდ შემავალი მოდული;
- მხოლოდ გამომავალი მოდული;
- შემავალი და გამომავალი მოდული ერთდროულად.
საჭირო სამუშაო სცენარის მიხედვით, მოდულს ენიჭება შესაბამისი მართვის ფუნქცია. მისი საშუალებით შესაძლებელია სირენის ან 24V ძაბვაზე მომუშავე სხვა მოწყობილობის გააქტიურება.
მოდული ხელმისაწვდომია ორი ვერსიით:
- IO214-O – ჩაშენებული იზოლატორის გარეშე;
- IO214-O-IS – ჩაშენებული იზოლატორით.
მოდელების სერიაში იზოლატორიანი და იზოლატორის გარეშე ვერსიებია წარმოდგენილი.
.png)