GS221 - სამისამართო გაზის გაჟონვის დეტექტორი

GS221 არის მისამართიანი გაზის დეტექტორი, რომელიც განკუთვნილია აალებადი გაზების გაჟონვის აღმოსაჩენად, განგაშის სიგნალის გასააქტიურებლად და ინფორმაციის სახანძრო მართვის პანელისთვის გადასაცემად.
დეტექტორი თავსებადია Redban-ის ყველა სახანძრო მართვის პანელთან და აფიქსირებს სხვადასხვა ტიპის აალებად გაზს, მათ შორის:
- ბუნებრივ აირს (მეთანი);
- ბალონურ აირს (პროპანი);
- თხევად ნავთობის აირს (LPG);
- შეკუმშულ ბუნებრივ აირს (CNG).
დეტექტორს შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობაც, სახანძრო მართვის პანელთან კავშირის გარეშე. გაზის გაჟონვის აღმოჩენისას აქტიურდება მოწყობილობის სარელეო გამოსასვლელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობის, მაგალითად, გაზის ელექტროსარქველის მართვა.
დეტექტორის მისამართის მინიჭება ხდება RB1201 მისამართების პროგრამატორის საშუალებით, ხოლო მინიჭებული მისამართი ინახება მოწყობილობის მუდმივ მეხსიერებაში.
.png)