AP304 სამისამართო სახანძრო პანელი
REDBAN AP304 სამისამართო სახანძრო პანელი - არის მაღალი სპეციფიკაციის მქონე ჭკვიანი მართვის პანელი, რომელიც მუშაობს RAAP პროტოკოლზე.
ეს პანელი წარმოდგენილია მოდულური დიზაინით და ხელმისაწვდომია 1, 2 და 4 loop (შლეიფის) ვერსიით. თითოეულ შლეიფს შეუძლია 200 მოწყობილობის მონიტორინგი. საერთო ჯამში, პანელის მიერ შესაძლებელია 800 მოწყობილობის მართვა. AP304-ს აქვს ქსელური სტრუქტურა, რაც იძლევა საშუალებას 32 პანელი დაუკავშირდეს ერთმანეთს.
REDBAN AP304 მისამართებადი სახანძრო განგაშის პანელი არის ინტერაქტიული ციფრული მისამართებადი ხანძრის დეტექციისა და განგაშის სისტემა, რომელიც იდეალურად შეესაბამება მცირე და საშუალო ზომის შენობებს, როგორებიცაა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სასტუმროები, საწყობები და ოფისები.
მართვის პანელი დაპროექტებული, წარმოებული და შემოწმებულია EN 54-ის მე-2 და მე-4 ნაწილის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით. პანელის კონფიგურაციისთვის ხელმისაწვდომია სპეციალურად შემუშავებული PY100 პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ჩამოტვირთვა/ატვირთვა სისტემაში შესაძლებელია ინტეგრირებული USB კავშირის საშუალებით.
მომხმარებელზე მორგებული დაპროგრამება და სტაბილური/საიმედო მუშაობა AP304-ის მთავარი მიზანია.
.png)
